25



25.1.  თუ  ტრიბუნალი ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო სარჩელში/შესაგებელში არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, სამართლებრივი არგუმენტაცია, მტკიცებულებები ან მოთხოვნები, მას შეუძლია, საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით ან სხვაგვარად შესაბამის მხარეს განუსაზღვროს ვადა სრულყოფილი პოზიციის წარმოსადგენად.

25.2.  იმ შემთხვევაში თუ ტრიბუნალი საქმის სწრაფად განხილვის მიზნით პროცედურულ განრიგში გაითვალისწინებს ერთი და იმავე ვადას ამ მუხლის 25.1. პუნქტში მითითებული პოზიციის/დოკუმენტების წარმოსადგენად, DRC–ის სამდივნო მხარეებისაგან მიღებულ წერილობით მოსაზრებებსა და დოკუმენტებს ერთდროულად გადასცემს  ტრიბუნალს და საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებს.

25.3.  პროცედურული განრიგით შესაძლებელია, ასევე გათვალისწინებულ იქნას ვადები მოსარჩელის  მოთხოვნაზე პასუხის და მიღებულ პასუხზე მოსარჩელის წერილობითი პოზიციის წარმოდგენისათვის.

25.4.  ტრიბუნალს კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლია, ამ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსთხოვოს მხარეებს ცალკეულ საკითხებზე  მოსაზრებების წერილობით წარმოდგენა.

 

 

 








უპირატესობები