33



3313.1სადაზღვევო დავებზე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, DRC-ის სასამართლო მოქმედებს 6 წევრის შემადგენლობით (შემდგომში „სასამართლო“), რომელშიც შედის DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე და ერთი წევრი, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის 2 წევრისა   და აკადემიური წრიდან წარდგენილი 2 წევრისაგან.

3313.2.საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა და აკადემიური წრიდან წარდგენილ კანდიდატებს DRC-ის სასამართლო ნიშნავს ერთი წლის ვადით, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს DRC-ის სასამართლოს მიერ მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე.

3313.3.სასამართლოს ხელმძღვანელობს DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე. მისი არყოფნისას, ან სხვა მიზეზით მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს წევრი.

3313.4.DRC-ის სასამართლოს შემადგენლობიდან სასამართლოს შემადგენლობაში შესული წევრის ინტერესთა კონფლიქტის, ან სხვა მიზეზით მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მას ცვლის DRC-ის სასამართლოს მიერ კონკრეტული საქმისათვის დანიშნული წევრი.

3313.5.სასამართლოს ქვორუმს ადგენს წევრთა ნახევარი. 

3313.6.სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

 

 

 








უპირატესობები