შპს ,,დავების განმხილველი ცენტრი“ (DRC) 2008 წელს შეიქმნა და დღეისათვის ჩამოყალიბდა, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ცენტრი. ჩვენ გთავაზობთ დავების გადაწყვეტის მექანიზმს: არბიტრაჟს
გვესმის, რომ ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობაში დავების გადაწყვეტისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავის გადაწყვეტის დროს და ფორმას არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტის არჩევა დროისა და ფულის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
ჩვენ გირჩევთ წინასწარ მოახდინოთ შესაძლო დავების პრევენცია. ამის მიღწევის საუკეთესო ხერხია შესაძლო დავების გადაწყვეტის ფორმად არბიტრაჟის არჩევა. ეს თავიდან აგაცილებთ საფრთხეს, რომ გრძელვადიან სასამართლო პროცესებში არ აღმოჩდეთ.
ბიზნესში ჩადებული ფულის დროულად უკან დაბრუნება ხელს უწყობს ფულადი სახსრების ისევ ბიზნესში რეინვესტირებას, შესაბამისად, ჩვენ გვესმის ჩვენი საქმის მნიშვნელობა და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მას.
ჩვენ ვამაყობთ რომ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა,სანდო, სტაბილური მუდამ მზარდი საარბიტრაჟო სასამართლო, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
– დამოუკიდებლობა,
– პროფესიონალიზმი,
– მომსახურების გაწევის მაღალი სტანდარტები.
საარბიტრაჟო ხარჯების დაზოგვა და გონივრულად განსაზღვრა DRC-ის საქმის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და კონტროლდება DRC-ის სასამართლოს მიერ.
დამოუკიდებლობა
DRC-ი წარმოადგენს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა“ და პროფესიონალების მიერ შექმნილ ორგანიზაციას. მისი მმართველი სტუქტურა განაპირობებს საარბიტრაჟო განხილვას და არბიტრების სრულ დამოუკიდებლობას.
ელექტრონული არქივი
DRC-ის სამდივნო აწარმოებს, როგორც მხარეებისაგან მიღებულ, ასევე, საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილ დოკუმენტების ელექტრონულ არქივს, შედეგად ეს დოკუმენტები ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია მხარეთათვის.
ელექტრონული საქმის წარმოება
მხარეებს შეუძლიათ DRC-ის ვებგვერდზე არსებული სპეციალური პროგრამის გამოყენებით ელექტრონული ფორმით მიაწოდონ DRC-ის სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი, ასევე, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ საქმის მასალებს და მიიღონ საქმესთან დაკავშირებული სიახლეები, რაც ხელს უწყობს საქმის სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხილვას.