26



26.1. ტრიბუნალმა დავის გარემოებათა დადგენა უნდა დაიწყოს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

26.2. ტრიბუნალს უფლება აქვს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამასთან, თუ რომელიმე მხარე საარბიტრაჟო განხილვის შესაბამის სტადიაზე შუამდგომლობს ზეპირ განხილვას, ტრიბუნალს შეუძლია დანიშნოს ზეპირი მოსმენა. ტრიბუნალს უფლება აქვს ზეპირ მოსმენაზე დაუსვას კითხვები მოწმე(ებ)ს, ექსპერტ(ებ)ს და სპეციალისტ(ებ)ს. ასევე, მხარეებს მისცეს კითხვების დასმის თანაბარი შესაძლებლობა.

26.3. ტრიბუნალი უფლებამოსილია წინასწარ, ზეპირ მოსმენამდე მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია იმ მოწმ(ეებ)ის ან/და მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტ(ებ)ის, სპეციალისტ(ებ)ის შესახებ, რომელთა წარდგენასაც ისინი გეგმავენ.

26.4. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ტრიბუნალი უფლებამოსილია:

ა) მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნის წარმოსადგენად;

ბ) გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ჩვენების, ასევე ექსპერტი და სპეციალისტი ახსნა–განმარტების მისაცემად და უხელმძღვანელოს მათთვის შეკითხვების დასმის პროცესს;

გ) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს წარადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.

26.5. ტრიბუნალს უფლება აქვს მოუსმინოს მოწმე(ებ)ს, სპეციალისტ(ებ)ს, მხარეთა მიერ მოწვეულ ექსპერტ(ებ)ს, ტრიბუნალის მიერ დანიშნულ ექსპერტ(ებ)ს ან ნებისმიერ სხვა პირს დებულების 28–ე მუხლის შესაბამისად.

26.6.   მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვა შესაძლებელია ტრიბუნალმა    ჩაატაროს დისტანციურად (ტექნიკური საშუალების გამოყენებით).

 

 

 








უპირატესობები