რეკომენდირებული საარბიტრაჟო დათქმები.
საარბიტრაჟო დათქმა და ელ-ფოსტაზე გაგზავნის შეთანხმება
ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ DRC -ის, საარბიტრაჟო განხილვის ადგილია თბილისი რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348; იურიდიული მისამართი ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, 2 სართული, ოფისი 11. ვებ.გვერდი: WWW.DRC.GE
მხარეები ვთანხმდებით, რომ მხარეებს შორის, ასევე საარბიტრაჟო დაწესებულებას დავების განმხილველი ცენტრს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში შეტყობინება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება მათთვის ჩაბარებულად ითვლება და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ ექნებათ.
ონლაინ არბიტრაჟის დათქმა
ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განიხილება და საბოლოოდ წყდება ერთი არბიტრის მიერ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველ ცენტრის“ საქმის წარმოების წესების (დებულების) შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია თბილისი, DRC-ი რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348;
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, მე-2 სართული, ოფისი 11.
ვებგვერდი: (WWW.DRC.GE).
მხარეები თანხმდებიან, დავა ონლაინ საარბიტრაჟო ფორმით განიხილონ.
მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო განხილვისას, როგორც საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია, ასევე საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ნებისმიერი გზავნილი, შეტყობინება, დოკუმენტი მიიღონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
1. [მხარის დასახელება], [ელექტრონული ფოსტის მისამართი].
2. [მხარის დასახელება], [ელექტრონული ფოსტის მისამართი].
მხარეები ვალდებულებას იღებენ, მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნონ მითითებული ელექტრონული ფოსტა, რეგულარულად შეამოწმონ და, ასევე, არაუფლებამოსილ პირებს არ გამოაყენებინონ ის.
იმ შემთხვევაში, თუ მხარე ცვლის ელექტრონული ფოსტის მისამართს ან ვერ იყენებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტას, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო, თუ საარბიტრაჟო განხილვა დაწყებულია, ასევე აცნობოს DRC-ის სამდივნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა იმ ნეგატიურ შედეგზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების/გზავნილის გაგზავნამ.
ელექტრონული ფოსტის შეცვლის ან მისი გამოყენების შეუძლებლობის შესახებ შეტყობინების მეორე მხარისათვის, ხოლო საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ ასევე DRC-ის სამდივნოსათვის მიწოდებამდე, ზემოაღნიშნულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების/გზავნილის გაგზავნა განიხილება შესაბამისი მხარისათვის გზავნილის/შეტყობინების სათანადო წესით მიწოდებად ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მიზნისათვის.მხარეები თანხმებიან, რომ ზეპირი მოსმენა შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არბიტრი მიიჩნევს აუცილებლად.
საარბიტრაჟო დათქმა
ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ DRC -ის, საარბიტრაჟო განხილვის ადგილია თბილისი რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348; იურიდიული მისამართი ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, 2 სართული, ოფისი 11. ვებ.გვერდი: WWW.DRC.GE
სარბიტრაჟო დათქმა შრომითი დავებისათვის
,,ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განიხილება და საბოლოოდ წყდება ერთი არბიტრის მიერ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველ ცენტრის“ (DRC, რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348) საქმის წარმოების წესების (დებულების) შესაბამისად.
DRC-ის იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, მე-2 სართული, ოფისი 11.
DRC-ის ვებგვერდი: www.drc.ge; DRC-ის სამდივნოს ნომერი 032 2 207 327.
DRC-ის საარბიტრაჟო წარმოების წესები, არბიტრთა სია და საარბიტრაჟო მოსაკრებელი მოცემულია ვებგვერდზე.
მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო განხილვა ჩატარდეს ზეპირი მოსმენით.