28



28.1. ტრიბუნალი უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაზე საკუთარი ინიციატივით ან ერთ–ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით.

28.2. ზეპირი მოსმენის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს ეცნობებათ გონივრულ ვადაში.

28.3. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და მიიღოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმ მხარის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც სათანადო წესით ეცნობა ზეპირი მოსმენის თარიღისა და დროის შესახებ და არ გამოცხადდა საპატიო მიზეზის გარეშე.

28.4. ტრიბუნალის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ზეპირი მოსმენის პროცესს, ის წარმართავს სხდომას და შეკითხვების დასმის პროცესს.

28.5. პირები, რომლებიც არ მონაწილეობენ საარბიტრაჟო განხილვაში,     ტრიბუნალისა და ყველა მხარის თანხმობის გარეშე, არა აქვთ უფლება დაესწრონ ზეპირ მოსმენას. საარბიტრაჟო დავის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ჩანაწერი კონფიდენციალურია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

28.6. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

28.7. საარბიტრაჟო სხდომას შესაძლოა დაესწროს სამდივნოს წარმომადგენელი, რომელიც დახმარებას უწევს ტრიბუნალს საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტაში, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ზეპირი მოსმენის ჩაწერა.








უპირატესობები