36



36.1.  საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა:

ა) მხარეთა განცხადების საფუძველზე;

ბ) ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში;

გ) საარბიტრაჟო განხილვის  შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა მხარის უფლებამონაცვლეობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი.

36.2.  საარბიტრაჟო განხილვა განახლდება:

ა)  რომელიმე მხარის განცხადებით, თუ საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;

ბ)  იმ გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, რომელიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო განხილვის შეჩერებას.

36.3.  იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იქნა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და საარბიტრაჟო განხილვის შეჩერების დღიდან 6 თვის განმავლობაში DRC–ის სამდივნოს არ მიუღია მხარ(ეებ)ის  განაცხადი საარბიტრაჟო განხილვის განახლების შესახებ, საარბიტრაჟო განხილვის შეჩერება უქმდება და საარბიტრაჟო განხილვა განახლდება. სხვა საფუძვლით შეჩერებული საარბიტრაჟო განხილვის 1 წლის ვადაში განუახლებლობის შემთხვევაში, ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება  საარბიტრაჟო მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.

36.4.   ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ,  მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის საფუძვლით  საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის მოთხოვნისას,  ტრიბუნალი იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ მხარეები  შუამდგომლობენ შეთანხმებული პირობების დამტკიცებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით და  საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამას ეთანხმება, მიიღება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებული პირობებით დამტკიცებისა და საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ არის ვალდებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

36.5.  თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე აღმოჩნდება, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება არ არის საჭირო, დავის საგნის არარსებობის გამო ან მისი გაგრძელება შეუძლებელია 36.1.გ. ქვეპუნქტით გათვალისწინებელი საფუძვლით ან მოსარჩელე გაითხოვს საარბიტრაჟო სარჩელს, ტრიბუნალი ატყობინებს მხარეებს საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე თავისი განზრახვის შესახებ.  ტრიბუნალს მხოლოდ მაშინ შეუძლია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, თუ არ რჩება საკითხი, რომელზეც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და იგი მიზანშეწონილად ჩათვლის საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტას.

36.6.  საარბიტრაჟო განხილვა შესაძლებელია ასევე შეწყდეს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

 








უპირატესობები