37



37.1. თუ მხარეები მორიგდნენ საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ მხარეთა შეთანხმებით მიღებული მორიგების დამტკიცება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.

37.2. თუ საქმე არ გადასცემია საარბიტრაჟო ტრიბუნალს, ან საქმეზე დასრულებულია საარბიტრაჟო განხილვა და მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულება არ მომხდარა და DRC–ის სამდივნო მიიღებს მხარის/მხარეთა შუამდგომლობას მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ, სამდივნო საქმეს გადასცემს ტრიბუნალს.

37.3. DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადასცემს ტრიბუნალს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ არის ფორმირებული, DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავს არბიტრს იმ მორიგების პირობების დასამტკიცებლად, რომელიც მხარეთა შორის მიღწეული იქნა საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არბიტრად შეიძლება დაინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმღები პირიც.

37.4. ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვისას არ მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელთან და შესაგებელთან დაკავშირებული დებულების ნორმები.

37.5. ტრიბუნალი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დააკმაყოფილოს თუ არა მხარ(ეებ)ის შუამდგომლობა მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროებისას შეუძლია გამართოს ზეპირი მოსმენა წესების 28–ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

 








უპირატესობები