42.1. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, მხარეს უფლება აქვს მიმართოს განცხადებით DRC-ის სამდივნოს და ტრიბუნალისაგან მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ან მისი რომელიმე პუნქტის განმარტება. DRC–ის სამდივნო მიღებულ განცხადებას უგზავნის საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრებს.
42.2. ტრიბუნალი, თუ მხარის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 30–ე დღისა, განმარტავს გადაწყვეტილებას.
42.3. ტრიბუნალის განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მის მიმართ ვრცელდება დებულების 38–41 მუხლები.
42.4. DRC–ის სამდივნოს, თავისი ინიციატივით ან ტრიბუნალის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია გააგრძელოს ამ მუხლის 42.2.–ე პუნქტით გათვალისწინებული ვადა არაუმეტეს 30 დღით.