სადაზღვევო დავებზე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, DRC-ის სასამართლო მოქმედებს 4 წევრის შემადგენლობით (შემდგომში „DRC-ის სასამართლო“), რომელშიც შედის DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე და ერთი წევრი, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის 1 წევრისა და აკადემიური წრიდან წარდგენილი 1 წევრისაგან.
2. საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა და აკადემიური წრიდან წარდგენილ კანდიდატებს DRC-ის სასამართლო ნიშნავს 4 (ოთხი) წლის ვადით, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს DRC-ის სასამართლოს მიერ მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე.
3. DRC-ის სასამართლოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. მისი არყოფნისას, ან სხვა მიზეზით მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს წევრი.
4. DRC-ის სასამართლოს შემადგენლობიდან სასამართლოს შემადგენლობაში შესული წევრის ინტერესთა კონფლიქტის, ან სხვა მიზეზით მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მას ცვლის DRC-ის სასამართლოს მიერ კონკრეტული საქმისათვის დანიშნული წევრი.
5. სასამართლოს ქვორუმს ადგენს წევრთა ნახევარი.
6. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.