8.1. როდესაც დებულების შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის მხარე არ იყენებს არბიტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებას, ან არბიტრები ვერ თანხმდებიან მესამე არბიტრის (ტრიბუნალის თავმჯდომარის) დანიშვნის შესახებ, ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს უწევს გადაწყვეტილების მიღება არბიტრის დანიშვნის შესახებ, DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარე არჩევს არბიტრად დასანიშნი პირის კანდიდატს და სასამართლოს მინიმუმ 2 წევრთან შეთანხმების შემდეგ, უფლებამოსილია დანიშნოს არბიტრი.
8.2. დებულების 33–ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე არბიტრობის კანდიდატ(ებ)ს გენერალური მდივანი DRC–ის არბიტრთა სიიდან წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას არბიტრ(ებ)ის დანიშვნის შესახებ.