9.1. მხარე, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხე მხარისათვის გარკვეული უფლების შეზღუდვას, იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც შესაძლოა აღსრულდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ვალდებულია გადაიხადოს საარბიტრაჟო ხარჯი ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება |
ადმინისტრაციული საზღაური ლარში (დღგ–ს გარეშე) |
– ნივთზე ყადაღის დადება, ან ნივთის გასხვისების, გაქირავების, გარდაქმნის, გაყოფის, გაერთიანების ან ნებისმიერი სხვა ფორმით სახის შეცვლის ან სამართლებრივი ბუნების შეცვლის შეზღუდვა. |
100 ლარი - ერთ ნივთზე
200 ლარი - ორ ან მეტ ნივთზე |
– საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, ან საბანკო ანგარიშებზე აქტიური ოპერაციების, კერძოდ, თანხის ანგარიშიდან გატანის, გადარიცხვის, კონვერტაციის უფლების შეზღუდვა გარკვეული თანხის ფარგლებში. |
100 ლარი – ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით;
200 ლარი – ორ ან მეტ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით. |