2



საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი)

(ცხრილი ეხება დებულების 33-ე მუხლით გათვალისწინებულ დავებს)

1)     საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი) განისაზღვრება დავის ღირებულების 3,0% ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა შადგენს 300 (სამასი ) ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.

ა)   თუ მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას ზეპირი მოსმენით, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 590 (ხუთას ოთხმოცდაათი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.

ბ)     საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია დავის განხილვა სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 708 (შვიდას რვა) ლარს დღგ–ს ჩათვლით და მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 (ოცი ათასი) ლარს დღგ–ს ჩათვლით.

გ) თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას ზეპირი მოსმენით, მხარე, რომელიც შუამდგომლობს ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ, ვალდებულია გადაიხადოს დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი დავის ზეპირი მოსმენისათვის გათვალსიწინებული მინიმალური ოდენობის შესავსებად. აღნიშნული დამატებითი ხარჯი არ დაეკისრება საარბიტრაჟო განხილვის მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.

დ) თუ მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას ზეპირი მოსმენით, მაგრამ არბიტრი მიზანშეწონილად ჩათვლის დავაზე ზეპირი მოსმენის დანიშვნას,მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ გაიზრდება.

2)      არბიტრის, ასევე საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის ჰონორარი განისაზღვრება საარბიტრაჟო მოსაკრებლის 10%–ის ოდენობით (მოიცავს გადასახადებს), მაგრამ არანაკლებ 150 (ასორმოცდაათი) ლარისა (მოიცავს გადასახადებს), ხოლო ამ ცხრილის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარისა (მოიცავს გადასახადებს). ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ტრიბუნალი დაკომპლექტდება სამი არბიტრით, თანაარბიტრის ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ჰონორარის 50%–ს (მოიცავს გადასახადებს), რომელიც არ შეიძლება იყოს 150 (ასორმოცდაათი) ლარზე ნაკლები (მოიცავს გადასახადებს).

3)      DRC-ის სამდივნოს შეუძლია ამ ცხრილის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არბიტრის ჰონორარი გაზარდოს საარბიტრაჟო ხარჯის 10%-დან 25%-მდე ოდენობით კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

 

4)     მუხლი: თუ დადგინდება, რომ DRC–ს არა აქვს იურისდიქცია დავაზე ან დავა ცდება არბიტრაჟის კომპეტენციას და ამის საფუძველზე შეწყდება საარბიტრაჟო პროცესი, DRC გადახდილი მოსაკრებლიდან იტოვებს 100 ლარს და დარჩენილ თანხას უბრუნებს მხარეს, რომელმაც განახორციელა ამ მუხლით გათვალისწინებული გადახდა.

 

5)     თუ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის გარეშე მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების დამტკიცების შუამდგომლობით, მათ ასევე DRC-ის სამდივნოს უნდა წარუდგინონ საარბიტრაჟო მოსაკრებლის, კერძოდ მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 2%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც არ უნდა იყოს 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე 300 (სამასი) ლარი ნაკლები), საიდანაც 50% შეადგენს DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

 

 

6)     იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებლის მიღებამდე, ან საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გადაცემამდე, DRC-ის ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება 90%–ით, ხოლო არბიტრებს არ წარმოეშობათ ჰონორარის მიღების უფლება.

7) თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შორის, საარბიტრაჟო მოთხოვნის გახმობის საფუძველზე, საარბიტრაჟო მოსაკრებელი მცირდება 50%–ით.

 

8) იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის საფუძველია დავის მორიგებით დასრულება და ტრიბუნალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას, DRC-ის საარბიტრაჟო მოსაკრებელი მცირდება 50%–ით.

 

9) ,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, ცხრილი #2-ის (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) მე-6 და მე-7, პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის შესაბამისი ნაწილი უბრუნდება მის შემომტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ამ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი, რომელიც რჩება DRC-ის, არ შეიძლება იყოს,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, ცხრილი #2-ის (1) პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე ნაკლები თანხა,  ხოლო დავების ონლაინ განხილვისათვის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ მოსაკრებელზე ნაკლები თანხა.

 

10) საქმეზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით გაფორმების შესახებ, მათ ასევე უნდა წარუდგინონ DRC-ის საარბიტრაჟო მოსაკრებლის, მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 2%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, (რომელიც არ უნდა იყოს 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე 300 (სამასი) ლარი ნაკლები), საიდანაც 50% შეადგენს DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

 

11) დავების ონლაინ წესით განხილვისათვის საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

 

12) იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარე მიმართავს DRC–ის სამდივნოს უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ შუამდგომლობით, მან უნდა გადაიხადოს საარბიტრაო მოსაკრებელი 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საიდანაც 50% შეადგენს DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

 

13) იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარე მიმართავს DRC–ის სამდივნოს საარბიტრაჟო წარმოების განახლების მოთხოვნით მან უნდა გადაიხადოს საარბიტრაო მოსაკრებელი 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საიდანაც 50% შეადგენს DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

 

14) მხარემ რომელმაც DRC–ის სამდივნოს სარჩელი (განცხადება) წარუდგინა ელექტონულად და/ან სურს ასლები დაამზადოს სამდივნომ, მან უნდა გადაიხადოს ასლების დამზადების საფასური 20 ლარის ოდენობით თითოეული ასლისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 








უპირატესობები