სახელი: ანდრეი
გვარი: პანოვი
დაბადების თარიღი: 16.12.1985
საცხოვრებელი ადგილი: მოსკოვი,რუსეთი
მოქალაქეობა: რუსეთი
ელ-ფოსტა: andrey.panov@nortonrosefulbright.com
განათლება, ხარისხი, წოდება:
ანდრეი ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კლასის წარმატებით სამართლის ხარისხს. 2009 წელს მან ასევე წარჩინებით დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა (Magister Juris), სადაც ის იყო ვაიდენფელდის სტიპენდიანტი. იგი ასევე სწავლობდა რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია);
ანდრეიმ წარმატებით დაასრულა ICC- ის არბიტრაჟის აკადემია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვი. ანდრეის ასევე გავლილი აქვს FIAA საერთაშორისო საარბიტრაჟო ადვოკატირების სემინარი: “მოწმეთა და ექსპერტთა დაკითხვა საერთაშორისო არბიტრაჟში:.
პროფესიული კვალიფიკაცია: იურისტი
პროფესიული გამოცდილება: უფროსი იურისტი - Norton Rose Fulbright (Central Europe) LLP
ანდრეი აქვს სასამართლოსა და არბიტრაჟის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. იგი მუშაობდა როგორც ადვოკატი რუსეთის სასამართლოებში რთული კატეგორიის დავებზე რუსეთის სასამართლოს ყველა ინსტანციაში. ამასთან, მას აქვს საკმაოდ მრავალმხრივი, მხარეთა წარმომადგენლობის გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟში, ICC, LCIA, SCC, SIAC და ICAC წესების, აგრეთვე ინგლისური, შვეიცარული, ფრანგული, გერმანული, ჰოლანდიური, ალბერტა (კანადა), რუსული და კვიპროსის კანონების შესაბამისად, რომელიც განახორცილეა ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
ანდრეის პრაქტიკა ფოკუსირებულია სამშენებლო, ენერგეტიკის, წილის მფლობელთა და ზოგადად კომერციულ საკითხებზე, ასევე, საინვესტიციო საკითხებზე. ის ასევე ემსახურება რუს კლიენტებს სხვადასხვა იურისდიქციების შესაბამის დავებზე, ინგლისის, შვეიცარიის, კვიპროსის, ჯერსის, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულისა და მარშალის კუნძულის ჩათვლით. მას აქსვ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, წარმომადგენლობის გამოცდილება, ფაქტობრივი და ექპერტ-მოწმეების დაკითხვის, სასამართლოებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხებზე რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე, დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხზე რუსეთის სასამართლოების მიერ უცხოური საარბიტრაჟო პროცესის მხარდაჭერისათვის.
Languages:
რუსული (მშობლიური);
ინგლისური (თავისუფლად);
გერმანული (საკმარისად თავისუფლად;
ფრანგული (საბაზისო);
იტალიური (საბაზისო);
პირდაპირი მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმეებში (მოსარჩელე, მოპასუხე,
წარმომადგენელი):წარმომადგენელი, ადვოკატი 21 საარბიტრაჟო დავაში და არბიტრი - 4 საარბიტრაჟო დავაში.
ანდრეის აქვს არბიტრად, თანაარბიტრად და ერთპიროვნულ არბიტრად მუშაობის გამოცდილება ICC-ს და ICAC-ის და RSPP-ის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.
სამართლებრივი სისტემის ცოდნა (რომელი ქვეყნის):რუსეთის. ასევე, ინგლისური, გერმანული და შვეიცარიული კანონმდებლობის გარკვეული ცოდნა.
პროფესიული ასოციაციის წევრობა (ქვეყანა):