ვასილე კოსმინ



სახელი:                                   ვასილ                                   

გვარი:                                    კოსმინ                                             

საცხოვრებელი ადგილი:    ბუქარესტი, რუმინეთი                               

                                                                                                                                                   

მოქალაქეობა:                        რუმინეთის                                 

ელ-ფოსტა:                          cosmin.vasile@zrp.ro                                          

 

განათლება, ხარისხი, წოდება:  ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი                                                                                                                                                                                          

  • 2015 – ICC-ის არბიტრაჟის აკადემია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის (სერტიფიკატი);
  • 2012 – არბიტრთა სამეფო ინსტიტუტი, ლონდონი (სერტიფიკატი);
  • 2012 – არბიტრთა სამეფო ინსტიტუტი, ლონდონი (დიპლომი საერთაშორისო არბიტრაჟში);
  • 2012 – არბიტრთა სამეფო ინსტიტუტი, ლონდონი (წევრობის სერტიფიკატი);
  • 2011 – სამართლის დოქტორის ხარისხი, დაცული ნაშრომი: “გამოყენებადი სამართალი Ad-hoc კომერციულ არბიტრაჟში“, სამართლის ფაკულტეტი, ბუქარესტის უნივერსიტეტი;
  • 2004 – ასპირანტურა სამართალში, სამართლის ფაკულტეტი, ბუქარესტის უნივერსიტეტი (დიპლომი);
  • 2003 – ბაკალავრიატი ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ბუქარესტის უნივერსიტეტი;
  • 2002 –  მაგისტრატურა საჯარო სამართალში, პოლიტიკური და ადმინისტრაციული სწავლების ეროვნული სკოლა;
  • 2001 – სამართლის ბაკალავრი, ბუქარესტის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი.

 

პროფესიული კვალიფიკაცია:   სამართლის ბაკალავრი, საჯარო სამართლის მაგისტრი, დოქტორი კომერციული არბიტრაჟის სფეროში.

პროფესიული გამოცდილება:

 

2013 – დღემდე - Zamfirescu Racoţi & Partners - მმართველი პარტნიორი;

იანვარი 2007 – დღემდე - Zamfirescu Racoţi & Partners, პარტნიორი;

იანვარი 2004 – იანვარი 2007 - Calin Zamfirescu & Associates, უფროსი იურისტი;

2002-იანვარი 2004 - Calin Zamfirescu & Associates, იურისტი;

დეკემბერი 2015 – დღემდე - რუმინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლო, სასამართლოს წევრი;

მარტი 2017 – დღემდე;

ICC ახალგაზრდა არბიტრთა ფორუმი (ICC YAF), რეგიონული წარმომადგენელი, ევროპისა და რუსეთის განყოფილება;  

აპრილი, 2011 – დღემდე - რუმინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრი;

მარტი 2016 – დღემდე - საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია, მედიაციის კომიტეტი, სიახლეების ჟურნალის რედაქტორი;

მარტი 2014 – მარტი 2016 - საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია, ვებგვერდის ოფიცერი;

პირდაპირი მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმეებში (მოსარჩელე, მოპასუხე, წარმომადგენელი):  წარმომადგენელი, არბიტრი

დოქტორ -  ვასილ კოსმინს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება საზღვრისპირა დავებზე. იგი მუშაობდა როგორც წარმომადგენელი სხვადასხვა საარბიტრაჟო და არბიტრაჟთან დაკავშირებულ პროცესებში სხვადასხვა სამართლისა და საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, მათ შორის ICC, LCIA, CAM, SCC, VIAC, UNCITRAL, ICSID და CICA.

კოსმინი ძალიან ცნობილი ექსპერტია რუმინეთში სამშენებლო არბიტრაჟის მიმართულებით. ამ სფეროში, იგი წარმატებულად მოღვაწეობდა სხვადასხვა კომპლექსურ დავაზე, სამოქალაქო, კომერციული, და ინდუსტრიულ სამშენებლო პროექტებზე, მათ შორის FIDIC-ის კონტრაქტებზე. იგი ასევე ცნობილია კომპლექსურ ენერგო და პრივატიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე. გარდა ამისა, კოსმინი მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის კომერციული კონტრაქტებიდან გამომდინარე დავებზე.

იგი რეგულარულად არის არბიტრი ეროვნულ და საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებზე. 2011 წლიდან იგი შეუერთდა რუმინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ ბუქარესტის საერთაშორისო კომერციული სასამართლოს. 2015 წლიდან იგი არის სასამართლოს კოლეგიის წევრი ზემოაღნიშნულ ინსტიტუციაში. 

სასამართლოში კოსმინს აქვს შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელიც ფარავს სხვადასხვა სექტორებს, სამშენებლო, ენერგეტიკის და პრივატიზაციის, ადმინისტრაციული და სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების ჩათვლით.

2017 წლიდან ვასილ კოსმინი არის ICC YAF-ის რეგიონული წარმომადგენელი ევროპისა და რუსეთის სექციისა. ამ პოზიციიდან, იგი პასუხისმგებელია არბიტრების დინამიური გლობალური ქსელის ჩამოყალიბებისა რეგიონში. იგი რეგულარულად არის სპიკერი და აქვეყნებს არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პროფესიული ასოციაციების წევრობა:

საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია;

ლონდონის სამეფო ინსტიტუტის წევრი, ლონდონი;

ახალგაზრდა საერთაშორისო საარბიტრაჟო ჯგუფი, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, ლონდონი;

ICC ახალგაზრდა არბიტრთა ფორუმი;

საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო;

საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტი, (IAI პარიზი);

დავების განხილვის საერთაშორისო საბჭო, IBA.

სამართლებრივი სისტემის ცოდნა (რომელი ქვეყნის):

რუმინეთი

ენები:      

რუმინული - მშობლიური;

ინგლისური - თავისუფლად;

ფრანგული- საშუალოდ.  

         








უპირატესობები