ონლაინ არბიტრაჟი ახალი შესაძლებლობები



სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული დავების რიცხვი. დავების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურობის ზრდა, რაც მიიღწევა დავების ონლაინ საარბიტრაჟო განხილვით.

„დავების განმხილველი ცენტრის“ მიერ შემუშავებული ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის სისტემა წარმოადგენს საშუალებას მხარეებისათვის თავიანთი  საოფისე გარემოს დატოვების გარეშე მიიღონ მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში. DRC მოახდენს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას ონლაინ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად,

მხარეებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ DRC -ის ონლაინ არბიტრაჟი, წინასწარ, საარბიტრაჟო შეთანხმებით, უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „დავების განმხილველ ცენტრს“, რომელიც დავას განიხილავს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის წესით.

მხარეებმა შეთანხმებაში ასევე უნდა მიუთითონ თავიანთი ელექტრონული ფოსტა და სკაიპის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც გამოყენებული იქნება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მიზნებისათვის.

დავების განმხილველი ცენტრის“ გენერალური დირექტორი: მაკა ნაჭყებია

„ელექტრონული კომერციის, ონლაინ ბიზნეს ტრანზაქციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ცხადყოფს, რომ უახლოეს მომავალში ონლაინ არბიტრაჟი გახდება დავების გადაწყვეტის ყველაზე პოპულარული ფორმა. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა არ საჭიროებს დაინტერესებული მხარის ფიზიკურად წარმოდგენას, რაც ზრდის დავის განხილვის ეფექტურობას, ამცირებს დროისა და ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან ხარჯს. ეს ასევე ქმნის ახალ შესაძლებლობებს იურისტებისა და იურიდიული კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობენ ისინი .“

ონლაინ არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლებია:

  • სარჩელისა და შესაგებლის, ასევე საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების ონლაინ წარდგენა
  • დავას განიხილავს DRC-ის მიერ დანიშნული არბიტრი მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციებისა და დოკუმენტების (მტკიცებულებების) საფუძველზე
  • საჭიროებისას, სხდომა ჩატარდება ვიდეო კონფერენციის (მათ შორის, სკაიპის პროგრამით) ან აუდიოკონფერენციის გზით

ონლაინ არბიტრაჟი ითვალისწინებს მნიშვნელოვან უპირატესობებს:

  • დავის სწრაფი გადაწყვეტა, მაქსიმუმ 60 დღეში.
  • სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, საქმეში არსებულ დოკუმენტებზე ონლაინ წვდომა ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
  • საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის ტრანსპორტის, სასტუმროს და ა.შ. შემცირება.
  • განხილვაში მონაწილე მხარეების (მათი წარმომადგენლებისა) და არბიტრებისათვის მოხერხებული პროცესი.

 

 








უპირატესობები