4.1. DRC-ის სასამართლო არ ახორციელებს დავების გადაწყვეტას. ის წესებით გათვალისწინებულ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას.
4.1.1. ეხმარება მხარეებს ტრიბუნალის ფორმირებაში;
4.1.2. იღებს გადაწყვეტილებას არბიტრის შეცვლის შესახებ;
4.1.3. ახდენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალურ შემოწმებას;
4.2. DRC-ის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დანართი 1-ის შესაბამისად.
4.3. DRC-ის სასამართლოს თავისი საქმიანობის განხორციელებაში დახმარებას უწევს DRC-ის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო) გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.
მუხლი 4.1. სამდივნო
ა) ამოწმებს საარბიტრაჟო სარჩელს და/ ან განცხადების შესაბამისობას DRC-ის წესებთან.
ბ) არეგისტრირებს საარბიტრაჟო სარჩელს და/ან განცხადებას.
გ) DRC -ის წესებით განსაზღვრულ შემთხვევაში ამტკიცებს ტრიბუნალს.
დ) ეხმარება ტრიბუნალს მხარეებთან კომუნიკაციაში.
ე) ახდენს ზეპირი მოსმენის ჩაწერას .
ვ) ახდენს ტრიბუნალის გადაწყვეტილების დადასტურებას .
ზ) დოკუმენტების შენახვას.