19



19.1. ტრიბუნალმა უნდა უზრუნველყოს საარბიტრაჟო დავის სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით განხილვა.

19.2. საარბიტრაჟო განხილვისას ტრიბუნალი პირველ რიგში ხელმძღვანელობს ამ წესებით, და საარბიტრაჟო შეთანხმებით, ხოლო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის ამ ფორმით მოწესრიგებული, იმ წესებით, რომელსაც დაადგენს ტრიბუნალი.

19.3. საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურად წარმართვის მიზნით, ტრიბუნალმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება დაადგინოს პროცედურული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას დაიცვან საკუთარი ინტერესები და წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები. პროცედურული ზომების დადგენამდე ტრიბუნალს შეუძლია გამართოს კონსულტაციები მხარეებთან.

19.4. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების დღედ ითვლება DRC–ის სამდივნოს მიერ სარჩელის მიღების (რეგისტრაციის) დღე.

19.5. საარბიტრაჟო განხილვის საწყის სტადიაზე და/ან მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ,   ტრიბუნალს შეუძლია მოამზადოს საარბიტრაჟო განხილვის პროცედურული განრიგი.

19.6. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები კომერციული საიდუმლოების და ინფორმაციის დაცვის მიზნით.

19.7. მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის, ეს ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა გადასცეს DRC-ის სამდივნოს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებისა და ინფორმაციის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებისა და ტრიბუნალისათვის გადაცემას.

19.8. მხარე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ნებისმიერი პირით. წარმომადგენლის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მხარემ უნდა მიაწოდოს სამდივნოს, რომელიც ამ ინფორმაციას უგზავნის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებს და არბიტრებს. DRC-ს სამდივნოს ან ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მხარეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება.

19.9. მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.








უპირატესობები