21.1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო განხილვის ენა. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ენას ადგენს ტრიბუნალი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის გათვალისწინებით.
21.2. მხარეთა შეთანხმება ან ტრიბუნალის გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა წერილობით განცხადებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ სხვა დოკუმენტს, ასევე ზეპირ მოსმენას, თუკი ასეთს ექნება ადგილი.
21.3. ტრიბუნალს შეუძლია დაადგინოს, რომ დოკუმენტს, რომელიც შესრულებულია საარბიტრაჟო განხილვის ენისაგან განსხვავებულ ენაზე, უნდა ახლდეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებული თარგმანი.