39.1. ტრიბუნალი ვალდებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი, მასზე ხელმოწერმდე, გადასცეს DRC–ის სასამართლოს.
39.2. DRC-ის სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო ტრიბუნალს შესთავაზოს ცვლილებების შეტანა გადაწყვეტილების ფორმაში, ან ტრიბუნალის გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დარღვევის გარეშე, ტრიბუნალს ყურადღება გაამახვილებინოს გადაწყვეტილების არსებით ნაწილში აღმოჩენილ ფორმალური ხასიათის ხარვეზებზე ან/და შეცდომებზე.
39.3. ტრიბუნალი ვალდებულია არ მოაწეროს ხელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, DRC–ის სასამართლოს მიერ მისი ფორმალური შემოწმების დასრულებამდე.
39.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმების დასრულება დასტურდება DRC-ის სამდივნოს მიერ გადაწყვეტილების აკინძვით, ბეჭდის დასმით და ხელის მოწერით;