ჩვენ

შესახებ



შპს ,,დავების განმხილველი ცენტრი“ (DRC) 2008 წელს შეიქმნა და დღეისათვის ჩამოყალიბდა, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშვალებების ცენტრი. ჩვენ გთავაზობთ დავების გადაწყვეტის ორ მექანიზმს: არბიტრაჟს და მედიაციას. გვესმის, რომ ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობაში დავების გადაწყვეტისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავის გადაწყვეტის დროს და ფორმას არბიტრაჟის ან მედიაციის გზით დავების გადაწყვეტის არჩევა დროისა და ფულის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.   ჩვენ გირჩევთ წინასწარ მოახდინოთ შესაძლო დავების პრევენცია. ამის მიღწევის საუკეთესო ხერხია შესაძლო დავების გადაწყვეტის ფორმად მედიაციის ან არბიტრაჟის არჩევა. ეს თავიდან აგაცილებთ საფრთხეს, რომ გრძელვადიან სასამართლო პროცესებში არ აღმოჩდეთ. ბიზნესში ჩადებული ფულის დროულად უკან დაბრუნება ხელს უწყობს ფულადი სახსრების ისევ ბიზნესში რეინვესტირებას, შესაბამისად, ჩვენ გვესმის ჩვენი საქმის მნიშვნელობა და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მას.  ჩვენ ვამაყობთ რომ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა,სანდო, სტაბილური მუდამ მზარდი საარბიტრაჟო სასამართლო, რომლისთვისაც დამახასიათებელია: – დამოუკიდებლობა, – პროფესიონალიზმი, – მომსახურების გაწევის მაღალი სტანდარტები.    




დირექტორატი





სასამართლოს

წევრები





სამდივნო





სტატისტიკა







ბროშურები





უპირატესობები