41



41.1.  ტრიბუნალი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ყველა ეგზემპლარს გადასცემს DRC–ის სამდივნოს, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეამოწმებს, რომ საარბიტრაჟო დავის მხარეთა მიერ სრულადაა დაფარული საარბიტრაჟო ხარჯი დებულების 46–ე მუხლის შესაბამისად.

41.2.  ტრიბუნალის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში DRC ინახავს:

ა)  ტრიბუნალის მიერ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;

ბ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო განხილვის შესახებ მხარეთა ინფორმირებას;

გ) DRC–ის მიერ ამ დებულების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

41.3.  საარბიტრაჟო საქმის სხვა დოკუმენტები DRC–ის სამდივნოს მიერ ინახება ტრიბუნალის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერის დღიდან 1 წლის განმავლობაში.








უპირატესობები