43



43.1. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მხარეს უფლება აქვს მიმართოს DRC-ის სამდივნოს განცხადებით და მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომების, მათ შორის, არასწორი გაანგარიშებების, ბეჭდვითი და ტექნიკური შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება.

43.2. ტრიბუნალი, თუ იგი მხარის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, განცხადების მიღებიდან 30–ე დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უსწორობის გასწორებასთან დაკავშირებით.

43.3. ტრიბუნალი უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის 43.1. პუნქტში მითითებული შეცდომა.

43.4. ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეტანილი შესწორება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მის მიმართ ვრცელდება დებულების 38–41 მუხლები.

43.5. DRC–ის სამდივნოს, თავისი ინიციატივით ან ტრიბუნალის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია გააგრძელოს ამ მუხლის 43.1., 43.2. ან 43.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

 

 








უპირატესობები