1



1.1.   ,,დავების განმხილველი ცენტრი“-ს (შემდგომში – DRC) სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს DRC–ის საქმის წარმოების წესების (შემდგომში – დებულება) გამოყენების უზრუნველყოფა, რისთვისაც  იგი ფლობს სათანადო უფლებამოსილებას.

1.2.   სასამართლო თავის ფუნქციებს ახორციელებს DRC–ის სხვა  სტრუქტურული დანაყოფებისაგან დამოუკიდებლად.

1.3.   სასამართლოს კომპეტენციაში შედის:

ა)  DRC–ის არბიტრთა სიის დამტკიცება;

ბ)  საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილი პრაქტიკის გამოქვეყნება;

გ)  სპეციფიკური საქმეების საარბიტრაჟო განხილვის მეთოდიკის, სახელმძღვანელო წესების შედგენა;

დ)  დისციპლინარული კომისიის წევრთა კანდიდატების შერჩევა და დირექტორთა საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე)  სასამართლოს წევრთა კანდიდატების შერჩევა და დირექტორთა საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ)  დებულებაში ცვლილებათა პროექტების მომზადება;

ზ)  სამედიაციო რეგლამენტში ცვლილების პროექტის მომზადება;

თ)  დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში ცალკეული საკითხების გადაწყვეტა;

ი)  DRC–ის სამდივნოს ხელმძღვანელის (შემდგომში – გენერალური მდივანი) ანგარიშის მოსმენა საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირების, მათ შორის სამდივნოს მუშაობის საკითხებზე;

კ)  გენერალური მდივნისათვის სარეკომენდაციო ხასიათის რჩევების მიცემა საქმეების სწორი და ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფის მიზნით;

ლ)  არბიტრთა არჩევის საბჭოს შექმნა და დაკომპლექტება, მისი საქმიანობის წესის განსაზღვრა;

მ) UNCITRAL–ის საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად კომპეტენტური ორგანოსათვის  მინიჭებული ფუნქციების შესრულება.

 

 








უპირატესობები