10



10.1.  სამდივნოს წარმოადგენს გენერალური მდივანი ან მისი გადაწყვეტილების საფუძველზე გენერალური მდივნის მოადგილე.

10.2.  გენერალური მდივანი აღჭურვილია დებულებით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის დებულების შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებით გადასცეს საქმე DRC-ის სასამართლოს, დაამტკიცოს არბიტრები, დაამოწმოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ასლის სისწორე, განსაზღვროს წინასწარი საარბიტრაჟო ხარჯის ოდენობა და მოითხოვოს მისი გადახდა.

10.3.  სამდივნოს შეუძლია აწარმოოს ჩანაწერები და შექმნას დოკუმენტები მხარეთა და არბიტრების ინფორმირების მიზნით, ასევე საარბიტრაჟო განხილვის სათანადოდ წარმართვისათვის.

10.4.  DRC–ს სამდივნოს ოფისები შესაძლებელია დაფუძნდეს DRC–ის სათაო ოფისის გარეთაც.

 

 

 

 








უპირატესობები