6



6.1. ადმინისტრაციული ხარჯების და ტრიბუნალისათვის ჰონორარის გამოთვლა, უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული ცხრილი #1-ის მიხედვით, ხოლო დებულების 33-ე მუხლის 33.1. პუნქტის ,,ა.” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დავებისათვის ცხრილი #2-ის მიხედვით. ცხრილით გათვალისწინებულია ერთი არბიტრისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის გადასახდელი ჰონორარი. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, სამარბიტრიანი ტრიბუნალის არბიტრის ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული ჰონორარის 50 პროცენტს.

6.2. სადავო მოთხოვნების მოცულობის გაანგარიშებისას გაითვალისწინება როგორც სასარჩელო მოთხოვნის, ასევე შემხვედრი სასარჩელო მოთხოვნის და დამატებითი მხარის სასარჩელო მოთხოვნის ჯამური მოცულობა.

6.3. საქართველოს ეროვნული ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში, არბიტრის ჰონორარის გაანგარიშებისას გაითვალისწინება DRC–ის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის მიღების დღეს შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.

6.4. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო მოთხოვნები არ არის ფულად ერთეულში გამოხატული, DRC–ის სამდივნო დავის გარემოებათა გათვალისწინებით ადგენს დავის ღირებულებას ადმინისტრაციული ხარჯისა და არბიტრთა ჰონორარის განსაზღვრის მიზნებისათვის.

6.5. გამონაკლის შემთხვევაში, სამდივნომ შეიძლება დაადგინოს ადმინისტრაციული საზღაური 6.1. მუხლით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობით.

6.6. იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებლის მიღებამდე ან საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გადაცემამდე, DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 90%–ით, ხოლო არბიტრებს არ წარმოეშობათ ჰონორარის მიღების უფლება.

6.7. იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მაგრამ პირველი სხდომის გამართვამდე ან პირველი პროცედურული ბრძანების გამოცემამდე, DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 70%–ით, ხოლო არბიტრები მიიღებენ მათთვის განკუთვილი ჰონორარის 30%–ს.

6.8. იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება პირველი სხდომის გამართვის ან პირველი პროცედურული ბრძანების გამოცემის შემდეგ, DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 50%–ით, ხოლო არბიტრები მიიღებენ მათთვის განკუთვნილი ჰონორარის 50%–ს.

6.9. იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის საფუძველია დავის მორიგებით დასრულება ან სარჩელის გახმობა DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 30%–ით, ხოლო არბიტრები მიიღებენ მათთვის განკუთვნილი ჰონორარის 70%–ს.

6.10. საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემამდე, ან საქმეზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით გაფორმების შესახებ, მათ ასევე უნდა წარუდგინონ DRC-ის სამდივნოს ადმინისტრაციული ხარჯის, კერძოდ მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 1%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც 50% შეადგენს DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

6.10.1   ამ მუხლის 6.10 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯი არ უნდა იყოს 150 ლარზე ნაკლები“.

 

 

6.11. საარბიტრაჟო ტრიბუნალის საზღაური მოიცავს საზღაურს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მუშაობისათვის, მისთვის საქმის გადაცემიდან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, ასევე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტების, შესწორებისა და დამატებისათვის.

6.12. საგადასახადო მიზნებისათვის საქართველოს რეზიდენტი არბიტრებისათვის საზღაურის გადახდისას, თუ არბიტრი არ არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული, DRC ასრულებს საგადასახადო აგენტის როლს, აკავებს საშემოსავლო გადასახადს და იხდის ბიუჯეტში.

6.13. არბიტრებისათვის ჰონორარის გადახდა ხდება საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში. საარბიტრაჟო ტრიბუნალის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე DRC–ის სამდივნოსს შეუძლია გადაწყვიტოს ჰონორარის შუალედური ნაწილობრივი გადახდის შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 50%–სა.

6.14. DRC–ის სამდივნოს შეუძლია შეამციროს საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გათვალისწინებული ჰონორარი:

ა.10%–ით თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადააცილებს დებულების 35.2. მუხლით გათვალისწინებულ ვადას 10 დღეზე მეტი ვადით;

ბ. 20%–ით საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადააცილებს დებულების 35.2. მუხლით გათვალისწინებულ ვადას 20 დღეზე მეტი ვადით;

გ. 30%–ით საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადააცილებს დებულების 35.2. მუხლით გათვალისწინებულ ვადას 30 დღეზე მეტი ვადით.

6.15. ტრიბუნალის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე DRC–ის სამდივნოს შეუძლია არ იხელმძღვანელოს ამ მუხლის 6.14.–ე პუნქტით.

მუხლი 6,1.

ამ მუხლის 6.6., 6.7., 6.8. და 6.9. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემცირებას არ ექვემდებარება დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად სააბიტრაჟო განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა. შემცირებული საარბიტრაჟო მოსაკრებელი უბრუნდება მის შემომტანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ.“

 








უპირატესობები