8



8.1. იმ შემთხვევაში, როცა UNCITRAL–ის საარბიტრაჟო წესების ან FIDIC-ის ხელშეკრულების თანახმად ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა რომელიმე წესების შესაბამისად DRC-ს ირჩევენ, როგორც დამნიშვნელ ორგანოს, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს განცხადების რეგისტრაციის საფასური 2,500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. რეგისტრაციის საფასურის გადახდამდე დანიშვნის პროცედურები არ იწყება.

8.2. მხარემ დამნიშვნელი ორგანოს ფუნქციის შესრულების განცხადებით უნდა მიმართოს DRC–ის სამდივნოს, რომელიც ამ განცხადებას უგზავნის საარბიტრაჟო დავის სხვა მხარეებს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) დავის მიმოხილვა და ის ფაქტები, რომლებიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;

გ) მოსარჩელის მოთხოვნები;

დ) საარბიტრაჟო შეთანხმების სრული პირობები, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნ(ებ)ის დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების ასლი, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება.

8.3. არბიტრი ინიშნება UNCITRAL–ის საარბიტრაჟო წესების თანახმად ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა რომელიმე წესების ან ან FIDIC-ის ხელშეკრულების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას DRC–ის სასამართლო არბიტრ(ებ)ს ან მომრიგებელს ნიშნავს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 60 (სამოცი) დღეში.

8.4. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებულები არიან ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ტრიბუნალის ან მომრიგებლის დანიშვნაზე და ამავდროულად შეთანხმებულები არიან საარბიტრაჟო დავის ჯეროვანი ადმინისტრირების მიზნით DRC–ის (DRC–ის სამდივნოს) მომსახურების მიღებაზე, DRC–ის სამდივნოს შეუძლია განსაზღვროს საზღაურის ოდენობა, რომლის გადახდის შემდეგაც განახორციელებს შესაბამის მხარდაჭერას. ამ პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 2,500 (ორი ათას ხუთასი) ლარს.

 








უპირატესობები