10



10.1. არბიტრობის კანდიდატად დასახელების შეთავაზების მომენტიდან არბიტრზე ვრცელდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ მიღებული ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსი“ და არბიტრობის კანდიდატი ვალდებულია იმოქმედოს ამ კოდექსის ნორმათა შესაბამისად.

10.2. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემით, არბიტრი თანხმდება დავა განიხილოს DRC–ის დებულების შესაბამისად და ითანამშრომლოს სამდივნოსთან. მან რეგულარულად უნდა აცნობოს სამდივნოს საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობის შესახებ.

10.3. პირმა არბიტრად დანიშვნაზე თანხმობა უნდა განაცხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ  თავს თვლის დამოუკიდებლად საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეებისაგან და მათი წარმომადგენლებისაგან. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობით არბიტრობის კანდიდატი ადასტურებს თავის დამოუკიდებლობას და შესაძლებლობას, განიხილოს დავა დებულების შესაბამისად და მიუკერძოებლად.

10.4. საარბიტრაჟო დავის ერთ–ერთი მხარის მიერ წარდგენილი არბიტრობის კანდიდატი  საარბიტრაჟო დავის განხილვისას ვალდებულია არ იმოქმედოს არც მხარის წარმომადგენლად და არც მისი ინტერესების დამცველად. მან თავი უნდა შეიკავოს მხარესთან და მის წარმომადგენელთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით შემდგომი კომუნიკაციისაგან. ნებისმიერი კომუნიკაცია მხარესთან შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარესთან ერთად ან მისი წინასწარი და ნათლად გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

10.5. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში არბიტრი ვალდებულია ნებისმიერ სიტუაციაში გამოავლინოს თავისი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და თავი შეიკავოს ქმედებისაგან ან გამონათქვამისაგან, რომელიც მხარის მიერ შეიძლება აღქმული იქნას მიკერძოებად, განსაკურებით ზეპირი მოსმენის დროს შეკითხვების დასმისას.

10.6. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემით, არბიტრი იღებს ვალდებულებას გულისხმიერად და კეთილსინდისიერად განიხილოს დავა, ეფექტურად გამოიყენოს დრო და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეადგინოს და მოაწეროს ხელი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. არბიტრს, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ან ყველა მხარესთან შეთანხმების საფუძველზე, აქვს უფლება მოთხოვოს DRC–ის დებულებით განსაზღვრული ვადების გაზრდა.

10.7. არბიტრმა მკაცრად უნდა დაიცვას საარბიტრაჟო საქმის, საქმეში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტების და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა.

10.8. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობით არბიტრი ვალდებულებას იღებს მოაწეროს ხელი  საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. ამასთან, სამი არბიტრით ფორმირებული საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა თავისთავად არ გულისხმობს, რომ არბიტრი ეთანხმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსს.

 








უპირატესობები