33



338.1. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის შედეგად არბიტრმა უნდა მიიღოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით, რომელიც საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის.

338.2. არბიტრმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მისი პროექტი ფორმალური შემოწმების მიზნით უნდა მიაწოდოს DRC-ის სამდივნოს საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. არბიტრის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე DRC-ის შეუძლია ამ ვადის გაზრდა, რის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდებათ მხარეებს.

338.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმების დასრულების შემდეგ არბიტრი ვალდებულია, ხელი  მოაწეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და გადასცეს DRC-ის სამდივნოს, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ელექტრონულ ვერსიას განათავსებს ,,საქმის წარმოების სისტემაში“ და ასევე მიაწვდის მხარეებს ელექტრონულ ფოსტაზე. გენერალური მდივნის მიერ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო საქმეში არსებული დოკუმენტების დამოწმებული ასლი, შესაძლოა, გადაეცეს მხოლოდ საარბიტრაჟო დავის მხარეს და მის წარმომადგენელს.

 








უპირატესობები