რობერტ ბ მორტონი



საცხოვრებელი ადგილი:   ამერიკის შეერთებული შტატები, ტეხასი                         

                                                                              

მოქალაქეობა: ამერიკა                                                         

ელ-ფოსტა:  RobertBMorton@gmail.com

ვებ-საიტი:  RobertBMorton.com

განათლება, ხარისხი, წოდება:

1982 - ჰარვარდის სამართლის სკოლა, იურისპრუდენციის დოქტორი

1978 - მიჩიგანის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი, დიპლომი წარჩინებით და Phi Beta Kappa

პროფესიული გამოცდილება

ლიცენზირებული ადვოკატი ილინოისის შტატში (1982-2008)*, ილინოისის ჩრდილოეთ ოლქის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში (მოსამართლეთა კოლეგია), შეერთებული შტატების მეშვიდე ოლქის სააპელაციო სასამართლოში და შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

(ნებაყოფლობითი "არააქტიური" სტატუსი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გადაადგილების გამო, წარსულში რაიმე დისციპლინური სახდელის გარეშე; ექვემდებარება "აქტიური" სტატუსის ავტომატურად აღდგენას შესაბამისი მოთხოვნისა და წევრობის საფასურის გადახდისთანავე);

მე-19 სასამართლო ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი (ლეიკისა და მაკ-ჰენრის ოლქი, ილინოისის შტატი). უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის მიერ გაცემული შეფასებით - „მაღალ კვალიფიციური" საოლქო მოსამართლის პოზიციისთვის. იხილეთ: http://mortonforjudge.robertbmorton.com

1997-2008 - ლიცენზირებული უძრავი ქონების ბროკერი ილინოისის შტატში.

2/01-10/02 - სამართალდამცავი ორგანო, პოლიციის ოფიცერი , ჩრდილოეთ ილინოისი.

 

რობერტ ბ. მორტონი არის, ასევე, ძალიან გამოცდილი არბიტრი და ექსპერტ-არბიტრი, ხელმძღვანელობდა 100-ზე მეტ საარბიტრაჟო განხილვას, რომელიც აკრედიტებული იყო შემდეგი ეროვნული და საერთაშორისო დონის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) ორგანიზაციების მიერ:

ილინოისის შტატის განათლების საბჭო - ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლე (ექსპერტ-არბიტრი) საშტატო მასწავლებელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სარჩელებზე (მუშაობის შეწყვეტა და შეჩერება)

შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიზნეს საბჭო (USCIB) - დამტკიცებულ არბიტრთა სია

ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაცია (AAA) - არბიტრთა ეროვნული რეესტრი (წარსულში)

ჩიკაგოს დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ასოციაცია (CIDRA) - აკრედიტებული არბიტრი

ინდონეზიის ეროვნული საარბიტრაჟო საბჭო (BANI) - საერთაშორისო არბიტრი-მონაწილე

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) - ინტელექტუალური საკუთრების არბიტრთა დამტკიცებული სია

მექსიკის საარბიტრაჟო ცენტრი (CAM) - აკრედიტებული საერთაშორისო არბიტრი

ბრიტანეთის კოლუმბიის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო ცენტრი (BCICAC) - აკრედიტებული არბიტრი

ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკური და სავაჭრო საარბიტრაჟო კომისია (CIETAC) - აკრედიტებული არბიტრი

ინდონეზიის (BANI) საარბიტრაჟო ცენტრი (BANI) - აკრედიტებული საერთაშორისო არბიტრი

ტაილანდის საარბიტრაჟო ცენტრი (THAC) - აკრედიტებული უცხოელი არბიტრი

მალაიზიის აზიის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (AIAC) - აკრედიტებული საერთაშორისო არბიტრი

ფილიპინების დავის გადაწყვეტის ცენტრი (PDRC) - აკრედიტებული საერთაშორისო არბიტრი

ჩეხეთის რესპუბლიკის (პრაღა) ეკონომიკური პალატის საარბიტრაჟო სასამართლო - აკრედიტებული არბიტრი

ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (VIAC) - აკრედიტებული არბიტრი

უკრაინის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლო (ICAC) - დისკუსიაში მონაწილე არბიტრი

კაიროს საერთაშორისო სავაჭრო არბიტრაჟის რეგიონალური ცენტრი (CRCICA) - აკრედიტებული არბიტრი

დუბაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (DIAC) - აკრედიტებული არბიტრი

ვენეციის არბიტრთა პალატა (Camera Arbitrale di Venezia) - აკრედიტებულ არბიტრთა რეესტრი

პეკინის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (BIAC) - აკრედიტებული უცხოელი არბიტრი

შანხაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (SHIAC) - აკრედიტებული უცხოელი არბიტრი

შენჩჟენის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (SCIA) - აკრედიტებული უცხოელი არბიტრი

ფასიანი ქაღალდების დილერების ეროვნული ასოციაცია (NASD) (ცნობილი, ასევე, როგორც FINRA) - სერთიფიცირებული არბიტრი და თავმჯდომარე (წარსულში) და ყოფილი მოწვეული სპიკერი არბიტრთა უნარ-ჩვევების ეროვნულ სასწავლო კონფერენციაზე, თემა: დროებითი აკრძალვები

ნიუ იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) - სერთიფიცირებული (საჯარო) არბიტრი და თავმჯდომარე (წარსულში)

მომავლის ეროვნული ასოციაცია - სერთიფიცირებული საჯარო არბიტრი და თავმჯდომარე (წარსულში)

კუკის საოლქო სასამართლო, ილინოისის შტატი - სერთიფიცირებული არბიტრი და თავმჯდომარე (წარსულში)

  

           ენები: ინგლისური

                                            

გამოცდილება, როგორც არბიტრი (თავმჯდომარე, თანაარბიტრი, ერთპიროვნული არბიტრი):

თავმჯდომარე/ერთპიროვნული არბიტრი - ფასიანი ქაღალდების დილერების ეროვნული ასოციაციის პირველი საერთოეროვნული საგანგებო აკრძალვის საქმე - ბროკერთა კონკურენციის აკრძალვა

თავმჯდომარე/ერთპიროვნული არბიტრი, უძრავი ქონების დეველოპერთა პარტნიორობის შეწყვეტის 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქმე

სამი არბიტრისგან შემდგარი კოლეგიის თავმჯდომარე - დასაქმების ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის, მისი დარღვევის შესახებ კორპორაციული სარჩელი, ასევე, კომერციულ საიდუმლოსა და კონკურენციის აკრძალვასთან დაკავშირებული შეგებებული სარჩელი

თავმჯდომარე/ერთპიროვნული ექსპერტ-არბიტრი - რამდენიმე საჯარო სკოლაში, საშტატო მასწავლებელთა გათავისუფლების გასაჩივრების საქმეებში

სამი არბიტრისგან შემდგარი კოლეგიის თავმჯდომარე ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის მრავალმილიონიანი კომპენსაციის, გასასვლელი დახმარებისა და საკომისიოს დავაში, ასევე, შეგებებული სარჩელები კონკურენციის აკრძალვის დარღვევის შესახებ

სამი არბიტრისგან შემდგარი კოლეგიის თავმჯდომარე - სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმე

სამი არბიტრისგან შემდგარი კოლეგიის თავმჯდომარე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მრავალმილიონიან დავებში

თავმჯდომარე/ერთპიროვნული არბიტრი პასუხისმგებლობის დაზღვევის დაფარვასთან დაკავშირებულ დავებში

10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ფრენშაიზინგის უკანონო შეწყვეტის შესახებ სარჩელის გასაჩივრება - შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების დარღვევისათვის

15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თანამდებობის პირთა ფიდუციარული ვალდებულებების დარღვევისა და შპს-ს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სარჩელები

5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიზნესისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელი

1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არქიტექტურულ შეცდომა/დაუდევრობასა და კონსტრუქციული დიზაინის დეფექტთან დაკავშირებული სარჩელი.

 

      სამართლებრივი სისტემის ცოდნა (რომელი ქვეყნის):

     ამერიკის შეერთებული შტატები

 

 

 

 








უპირატესობები