3



3.1. DRC უფლებამოსილია განმარტოს წინამდებარე დებულების ნებისმიერი ნორმა თავისი ინიციატივით ან ერთ–ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. ტრიბუნალს ასევე შეუძლია განმარტოს დებულების ის ნორმები, რომლებიც ეხება ტრიბუნალის უფლებამოსილებას და ვალდებულებებს. განმარტებებს შორის ნებისმიერი წინააღმდეგობისას, უპირატესობა ენიჭება  ტრიბუნალის  განმარტებას.

3.2. DRC–ის მიერ წინამდებარე დებულების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის საბოლოო.

3.3. წინამდებარე წესებში, DRC–ზე მითითება წარმოადგენს მითითებას DRC–ის სტრუქტურულ ერთეულზე და/ან თანამდებობის პირზე, რომელიც სპეციალურად შექმნილია ან დანიშნულია წინამდებარე დებულებაში მოცემული ფუნქციების შესრულების მიზნით.

3.4. წინამდებარე დებულებაში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა)   DRC, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - შპს „დავების განმხილველი ცენტრი“ (ს/კ 204547348), ინგლისური სახელწოდება - „Dispute Resolution Center” Ltd;

ბ)  DRC–ის სასამართლო, სასამართლო – ,,დავების განმხილველი ცენტრი“-ს ორგანო, რომელიც ახორციელებს  ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრირებას;

გ)   ტრიბუნალი, არბიტრაჟი - საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დანიშნული ან დამტკიცებული არბიტრი ან  არბიტრები;

დ)   გენერალური მდივანი – DRC–ის სამდივნოს ხელმძღვანელი;

ე )   საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირ(ებ)ი, რომელმაც დავის გადასაწყვეტად მიმართა DRC–ს და განაცხადა მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით;

ვ)  საარბიტრაჟო მოპასუხე – პირ(ებ)ი, რომლის მიმართაც მოსარჩელე აყენებს მოთხოვნებს;

ზ) მხარე ან მხარეები – მოიცავს მოსარჩელე(ებ)ს, მოპასუხე(ებ)ს, ან დამატებით მხარე(ებ)ს;

თ) მოწმე – პირ(ებ)ი, რომელიც ჩვენებას აძლევს დავის ფაქტობრივი გარემოების შესახებ;

ი)  ექსპერტი – პირ(ებ)ი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა;

კ) სარჩელი ან შემხვედრი სარჩელი – მოსარჩელის განცხადება, რომელიც მოიცავს             მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ;

ლ)  შესაგებელი –  სარჩელზე ან შემხვედრ სარჩელზე გაკეთებული პასუხი;

მ)  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება – მოიცავს  ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო საქმის  განხილვის პროცესში მიღებულ ნაწილობრივ და საბოლოო გადაწყვეტილებას.

 








უპირატესობები