4.1. DRC-ის სასამართლო არ ახორციელებს დავების გადაწყვეტას. ის ადმინისტრირებას უწევს ტრიბუნალის მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მათ შორის ახორციელებს:
4.1.1. დახმარებას ტრიბუნალის ფორმირებაში;
4.1.2. იღებს გადაწყვეტილებას არბიტრის შეცვლის შესახებ;
4.1.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალურ შემოწმებას;
4.1.4. ტრიბუნალის გადაწყვეტილების დადასტურებას;
4.1.5. დოკუმენტების შენახვას;
4.2. DRC-ის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დანართი 1-ის შესაბამისად.
4.3. DRC-ის სასამართლოს თავისი საქმიანობის განხორციელებაში დახმარებას უწევს DRC-ის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო) გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.