15



15.1.  მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ტრიბუნალის ფორმირების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ასეთ პროცედურაზე არ შეთანხმებულან ან ტრიბუნალის ფორმირების შეთახნმებული პროცედურა საკმარისად ნათელი არ არის,  ტრიბუნალის ფორმირება ხდება ამ მუხლის 15.2.– 15.6. პუნქტების შესაბამისად.

15.2.  იმ შემთხვევაში, თუ დავა უნდა განიხილოს ერთმა არბიტრმა, მხარეებს შეუძლიათ ერთობლივად დაასახელონ არბიტრის კანდიდატურა 15 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მოპასუხეს ჩაბარდა საარბიტრაჟო სარჩელი. თუ ამ პროცედურის დაცვით ვერ მოხდება არბიტრის კანდიდატურის წარდგენა, არბიტრს ნიშნავს DRC–ის სასამართლო.

15.3.  იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ დავის განხილვას, თითოეულმა მხარემ საარბიტრაჟო სარჩელით და შესაგებელით უნდა წარადგინოს არბიტრობის თითო კანდიდატი. თუ რომელიმე მხარე არ წარადგენს არბიტრობის კანდიდატს, შესაბამისი მხარის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს DRC–ის სასამართლო.

15.4.  იმ შემთხვევაში, თუ დებულების 14.2. პუნქტის შესაბამისად დავა უნდა განიხილოს სამი არბიტრით ფორმირებულმა ტრიბუნალმა, თითოეულმა მხარემ უნდა დაასახელოს თითო არბიტრობის კანდიდატი 14.2. პუნქტით გათვალისწინებული DRC–ის სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში. თუ რომელიმე მხარე არ დაასახელებს არბიტრობის კანდიდატს, შესაბამისი მხარის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს DRC–ის სასამართლო.

15.5.  როდესაც დავა განხილული უნდა იქნას სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ, თუ მხარეები სხვა პროცედურაზე არ შეთანხმდებიან, უკვე დანიშნული ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში შეთანხმებულად ასახელებენ მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც DRC-ის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში იქნება  ტრიბუნალის თავმჯდომარე.  თუ მოცემულ ვადაში ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში, ამ პუნქტის მიხედვით არ მოხდება მესამე არბიტრის კანდიდატურის დასახელება, მესამე არბიტრს ნიშნავს DRC–ის სასამართლო.

15.6.  მოსარჩელეთა ან მოპასუხეთა სიმრავლის შემთხვევაში და როცა დავა განხილული უნდა იქნას სამ არბიტრიანი ტრიბუნალის მიერ, თანამოსარჩელეებმა ერთობლივად და თანამოპასუხეებმა ერთობლივად უნდა დაასახელონ არბიტრობის თითო კანდიდატურა ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში.

15.7.  დამატებითი მხარის საარბიტრაჟო განხილვაში ჩართვის შემთხვევაში, მხარეებმა ერთობლივად უნდა დაასახელონ არბიტრობის კანდიდატები, დამატებითი მხარის საარბიტრაჟო განხილვაში ჩართვიდან 15 დღის ვადაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

15.8.  იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის 15.6. და 15.7. პუნქტების შესაბამისად არ ხდება არბიტრობის კანდიდატის შეთანხმებულად დასახელება, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს  ტრიბუნალის თითოეული წევრი, მათ შორის ტრიბუნალის თავმჯდომარე. 

15.9. სადაზღვევო დავებზე, DRC-ის სასამართლო როგორც წესი, არბიტრად ნიშნავს პირს, რომელიც DRC-ის არბიტრთა სიაში რეგისტრირებულია სადაზღვევო სფეროში არსებული დავების განმხილველ არბიტრად.

 








უპირატესობები