16



16.1.  არბიტრთა დანიშვნის ან დამტკიცების საკითხის გადაწყვეტისას DRC–ის სასამართლო ითვალისწინებს არბიტრობის კანდიდატურის რეზიდენტობას, მის საცხოვრებელ ადგილს და სხვა შესაძლო კავშირებს იმ ქვეყნებთან, რომლის რეზიდენტებიც არიან მხარეები ან სხვა არბიტრები, ასევე აქვს თუ არა არბიტრობის კანდიდატს სათანადო დრო და შესაძლებლობა განიხილოს დავა დებულების შესაბამისად. იგივე წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც გენერალური მდივანი იღებს გადაწყვეტილებას არბიტრად დანიშვნის შესახებ ამ მუხლის 16.2. პუნქტის შესაბამისად.

16.2.  გენერალური მდივანი ამტკიცებს მხარეების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ გენერალური მდივანი ჩათვლის, რომ არბიტრობის კანდიდატი არ უნდა იქნას დამტკიცებული, საკითხი განსახილველად გადაეცემა DRC–ის სასამართლოს.

16.3.  ერთპიროვნული არბიტრი ან ტრიბუნალის თავმჯდომარე არ უნდა იყოს იმ ქვეყნის რეზიდენტი, რომლის რეზიდენტიცაა საარბიტრაჟო განხილვის რომელიმე მხარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:

ა)   დავის ყველა მხარე ერთი და იმავე სახელმწიფოს რეზიდენტია;

ბ)  არბიტრის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას ერთი მხარის ყველა გაცხადებული საარბიტრაჟო მოთხოვნის ჯამი არ აღემატება 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს;

გ)  საარბიტრაჟო განხილვის მხარეები შეთანხმდნენ სხვაგვარად.

16.4.  DRC–ის სასამართლომ არბიტრის დანიშვნის ან დამტკიცების საკითხის გადაწყვეტისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს დავის ხასიათს, საარბიტრაჟო განხილვის ადგილს, ენას და გამოსაყენებელ სამართალს.

16.5.  არბიტრობის კანდიდატის დანიშვნა ან დამტკიცება ხდება დებულების დანართ #2–ში (საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჰონორარი, ხარჯები, პირობები) მითითებული პირობებით.

16.6.  DRC–ის სასამართლოს მიერ ერთპიროვნული არბიტრის ან ტრიბუნალის თავმჯდომარის დებულების მე–15 მუხლის შესაბამისად დანიშვნის შემთხვევაში, თუ გაცხადებული საარბიტრაჟო მოთხოვნის ჯამი აღემატება 2,000,000 მილიონ ლარს, დანიშვნა ხდება შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა)  DRC–ის სასამართლო მხარეებს აწვდის სიას არბიტრობის 5 კანდიდატის მითითებით და თითოეული კანდიდატის განცხადებას, რომ მას აქვს სათანადო დრო საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის, არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

ბ)  საარბიტრაჟო განხილვის თითოეულმა მხარემ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს DRC–ს თავისი მოსაზრება წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით შემდეგი წესის დაცვით: 1) სიაში უნდა გამორიცხოს 2 კანდიდატი, რომლის დანიშვნის წინააღმდეგიცაა; და 2) სიაში დარჩენილ თითოეულ კანდიდატს უნდა მიანიჭოს  სამი, ორი ან ერთი ქულა იმის მიხედვით თუ ვის ანიჭებს უპირატესობას (არ შეიძლება ერთი დაიგივე ქულის მინიჭება ორი ან მეტი კანდიდატისათვის). თუ მხარე (მხარეები) არ წარადგენს თავის პოზიციას ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით, ჩაითვლება, რომ მან არბიტრობის თითოეულ კანდიდატს მიანიჭა ერთი ქულა;

 

გ)   DRC–ის სასამართლო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთპიროვნულ არბიტრად ან  ტრიბუნალის თავმჯდომარედ ნიშნავს იმ კანდიდატს, რომელსაც მხარეებისაგან მიღებული სიის გათვალისწინებით აქვს ყველაზე მაღალი ჯამური ქულა;

დ)  კანდიდატებისათვის თანაბარი ქულების მინიჭების შემთხვევაში, სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ ნიშნავს არბიტრს ან  ტრიბუნალის თავმჯდომარეს, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს;

ე)  იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის 16.6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად არბიტრის ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის დანიშვნა არ განხორციელდება, დანიშვნას განახორციელებს სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ.

 








უპირატესობები