23



23.1.  ტრიბუნალი, სამდივნოს მიერ საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ადგენს და მხარეებს გადასცემს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების პროექტს. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს:

ა)  საარბიტრაჟო განხილვის თითოეული მხარის და მისი წარმომადგენლის სახელს, მისამართს და სხვა საკონტაქტო მონაცემებს;

ბ)  თითოეული არბიტრის სახელს და გვარს

გ)  მხარეთა სამართლებრივი ინტერესების და მოთხოვნების აღწერას, აგრეთვე საარბიტრაჟო დავის ღირებულებას;

დ)  საარბიტრაჟო განხილვის ენას, ადგილს და გამოსაყენებელ სამართალს;

ე)  საარბიტრაჟო განხილვის შედეგად გადასაწყვეტ საკითხებს, თუ ამას მიზანშეწონილად ჩათვლის საარბიტრაჟო ტრიბუნალი;

ვ)  პროცედურულ წესებს, რომლებმაც დებულებასთან ერთად უნდა დაარეგულირონ საარბიტრაჟო განხილვის ცალკეული პროცესუალური საკითხები.

23.2.  მხარეებმა და  ტრიბუნალმა სამდივნოს მიერ საქმისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) დღის ვადაში ხელი უნდა მოაწერონ საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას და გადასცენ ის DRC–ის სასამართლოს. სასამართლოს შეუძლია გაზარდოს ეს ვადა,  ტრიბუნალის მოტივირებული განცხადების საფუძველზე ან თავისი ინიციატივით, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ.

23.3.  თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების შედგენაში მონაწილეობაზე ან მისი ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილება გადაეცემა DRC-ის  სასამართლოს დასამტკიცებლად.

23.4.  საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებაზე მხარეთა ხელმოწერის ან სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება.

23.5.  საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერის/დამტკიცების შემდეგ მხარეს ახალი მოთხოვნის (მოთხოვნების) დაყენების უფლება აქვს მხოლოდ ტრიბუნალის თანხმობით.  ტრიბუნალი საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს ახალი მოთხოვნ(ებ)ის არსს, საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარე ეტაპს და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებს.

23.6.  საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების შედგენა არ არის აუცილებელი დებულების 33–ე მუხლით განსახილველ საქმეებზე.

 

 








უპირატესობები